მარკოიშვილმა შვიდიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულა აიღო

00:53, 24.04.2018

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯო ემილია“ „ტორინოს“ მასპინძლობდა. ორივე გუნდი პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის. „ტორინოს“ 12 მოგება ჰქონდა, „რეჯო ემილიას“ – 11.

მატჩის დიდი ნაწილი სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ. პირველ ტაიმში „რეჯო ემილია“ მხოლოდ სამჯერ გავიდა წინ.

მესამე მეოთხედში მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან „ტორინო“ 11 ქულით გავიდა წინ – 55:44. სწორედ აქედან დაიწყო „რეჯო ემილიას“ შთამბეჭდავი გაქცევა – 21: 5, რის შემდეგაც მარკოიშვილის გუნდი ბოლო მეოთხედს ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდა.

ამის შემდეგ, „რეჯო ემილია“ სულ წინ იყო და მშვიდად მიიყვანა საქმე მოგებამდე – 89:82.

მანჩუარ მარკოიშვილს შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა – ქართველმა ფორვარდმა 24 ქულა, ოთხი პასი და ოთხი მოხსნა დააგროვა და ჩააგდო შვიდიდან შვიდი სამქულიანი.

რეჯო ემილია“ მე-12 ადგილზეა და ორი მოგებით ჩამორჩება პლეიოფის ზონას. რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურია დარჩენილი.

მსგავსი