მარკო ვერატი ყატარის „ალ-დუჰაილში“ გადავიდა #1TVSPORT
მარკო ვერატი ყატარის „ალ-დუჰაილში“ გადავიდა #1TVSPORT

იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ კონტრაქტი გააფორმა „ალ-დუჰაილთან“, – იტყობინება ყატარული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდი.

32 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არ არის. ვერატი თავის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ვერატის ბოლო კლუბი იყო ყატარის „ალ-არაბი“, რომელშიც იტალიელი 2023 წლის სექტემბრიდან თამაშობდა. ამ გუნდის რიგებში ნახევარმცველმა 40 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.