მარკო ვერატი – პსჟ-ში ვარსკვლავები არიან #1TVSPORT

15:15, 05.08.2025

იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარკო ვერატი არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ვარსკვლავური ფეხბურთელების გარეშე იმარჯვებს.

„ეს ასე არ არის. ვარსკვლავები არიან. მათ შესანიშნავი გუნდი შექმნეს, ისინი ფიქრობენ გუნდურ თამაშზე. ლუის ენრიკე ძალიან კარგია. ისინი მრავალი წლის განმავლობაში იქნებიან გამარჯვებულები.

და კიდევ ერთი რამ: წერდნენ, რომ მე წავედი პსჟ-დან, რადგან ასე მოისურვა ლუის ენრიკემ. გარწმუნებთ, ეს ტყუილია. იქამდე დიდი ხნით ადრე მქონდა შეხვედრა გუნდის პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან და მე მას ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, რადგან ახალ სტიმულს ვეძებდი. კარგ ურთიერთობებში დავრჩით, ის შესანიშნავი ადამიანია“, – განაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად კატარის „ალ-დუჰაილის“ ფეხბურთელმა.

მსგავსი