მარკო ვერატი - მესის პსჟ-ში ყოფნა, იქნება კიდევ ერთი საჩუქარი, რასაც ფეხბურთი გამიკეთებს
მარკო ვერატი - მესის პსჟ-ში ყოფნა, იქნება კიდევ ერთი საჩუქარი, რასაც ფეხბურთი გამიკეთებს

ლიონელ მესის კონტრაქტი„ბარსელონასთან“ ივნისში ეწურება და უკვე დიდი ხანია მედიაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.

მისი დამატება, რა თქმა უნდა, არაერთ გუნდს სურს, მაგრამ ყველაზე ახლოს ამასთან „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტია“.

პარიზული გუნდის არაერთ წევრს გაუკეთებია კომენტარი მესის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით და  ამის შესახებ გუნდის კაპიტანმა, მარკო ვერატიმაც ისაუბრა Canal+-სთან.

„რა თქმა უნდა, მსურს მესისთან ერთად თამაში. მე ბურთს მესის და ნეიმარს უბრალოდ გადავაწოდებ, ვიდგები უკან და ვუყურებ. საოცარი იქნება მესის ჩვენთან ყოფნა, ეს იქნება კიდევ ერთი საჩუქარი, რასაც ფეხბურთი გამიკეთებს“, – აღნიშნა იტალიელმა ფეხბურთელმა.