მარკო ვან ბასტენი - ვინც რონალდოს მესიზე მაღლა აყენებს, ფეხბურთი არ იცის
მარკო ვან ბასტენი - ვინც რონალდოს მესიზე მაღლა აყენებს, ფეხბურთი არ იცის

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ მარკო ვან ბასტენმა ერთმანეთს შეადარა თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები – კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი.

„კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ყველა ის, ვინც ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი მესიზე უკეთესია, ფეხბურთში არაფერი გაეგება ან, უბრალოდ თვალთმაქცობს.

მესი უნიკალური და განუმეორებელია, მისი კოპირება შეუძლებელია. ასეთი მოთამაშეები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან. ბავშვობაში ის საფეხბურთო გენიალურობის ქვაბში ჩავარდა“, – მოჰყავს ვან ბასტენის სიტყვები გაზეთ „მარკას“.