მარკო ვან ბასტენი – პანდემიისას ფეხბურთი დაუშვებელი ფუფუნებაა

18:20, 31.03.2020

ლეგენდარული ფეხბურთელი, ევროპის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი მარკო ვან ბასტენი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს ფეხბურთი დაუშვებელი ფუფუნებაა.

„ახლა ფეხბურთი აბსოლუტურად უმნიშვნელოა, – ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს Calciomercato.

– ფეხბურთი ფუფუნებაა, შესანიშნავი საშუალებაა გასართობად, მაგრამ კარგ დროში და არა ახლა.

თუ დადგება არჩევანი ადამიანების ჯანმრთელობასა და ფეხბურთს შორის, არჩევანი ცალსახაა – ადამიანები“.

მსგავსი