მარკო ვან ბასტენი FIFA20-დან ამოშალეს
მარკო ვან ბასტენი FIFA20-დან ამოშალეს

საფეხბურთო სიმულატორის FIFA20-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა მარკო ვან ბასტენი თამაშიდან ამოშალონ.

საქმე ისაა, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-14 ტურის მატჩის წინ, რომელშიც „აიაქსი“ და „ჰერაკლესი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვან ბასტენს ეთერში შემთხვევით წამოცდა ნაცისტური მისალმება – Sieg Heil, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ.

FIFA20-ში ვან ბასტენს სხვა ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად სპეციალური ბარათი ჰქონდა, მაგრამ ახლა ის წაშლილია.

შეგახსენებთ, რომ ამავე ინციდენტის შემდეგ, მარკო ვან ბასტენი ტელეკომპანია FOX Sports-ში მუშაობას დროებით ჩამოაშორეს.