მარკო ვან ბასტენი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და „ბარსელონას“ ფინალს წინასწარმეტყველებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ გუნდების შანსები შეაფასა ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა, მარკო ვან ბასტენმა. მისი სურვილია, რომ ჩემპიონთა ლიგა „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგოს.
„მე ვნახე როგორ თამაშობდა პსჟ „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. იმედია, გუნდი ასევე გააგრძელებს.
პარიზელებს შეუძლიათ „არსენალის“ დამარცხება. და მაშინ ჩვენ მივიღებთ ფინალს პსჟ-ბარსელონა. ასეთ შემთხვევაში „პარი სენ-ჟერმენისკენ“ ვიქნები, რომელიც მიიღებს შანსს, ბოლოსდაბოლოს, გახდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
კლუბი ინვესტიციებს დებდა და იმედოვნებდა 15 წლის განმავლობაში. მისმა მსგავსმა კლუბმა, „მანჩესტერ სიტიმ“ მიაღწია ამას, პსჟ-მ კი ჯერ ვერ შეძლო ეს. ადრე თუ გვიან ეს უნდა მოხდეს. დღეს პარიზელებს ჰყავთ გუნდი, რომელიც გამორჩეულ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს“, – განაცხადა „მილანის“ ყოფილმა ფორვარდმა Ziggo Sport-ის ეთერში.