მარკო რუბიო სერგეი ლავროვს დღეს კუალა ლუმპურში შეხვდება

09:31, 10.07.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში დღეს გაიმართება.

„ადგილობრივი დროით 18:00 საათზე სახელმწიფო მდივანი რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს კუალა ლუმპურში შეხვდება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუბიო მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.

მსგავსი