მარკო რუბიო – ისტორიული მიღწევა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკის ენერგეტიკული სექტორისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს

00:07, 11.02.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მიერ რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტას ეხმაურება.

„ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკის ენერგეტიკული სექტორისთვის: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს. ვულოცავ ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ევროპის ელექტროენერგიის ქსელთან შეერთებას“, – წერს რუბიო „იქსზე“.

შეგახსენებთ,რომ 8 თებერვალს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ელექტროსისტემები რუსეთის ქსელიდან გათიშეს და კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ.

მსგავსი