აშშ ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას იწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს.
როგორც რუბიო წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას, მათ შორის, მათთვის, ვისაც კავშირი აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.
„შეერთებული შტატები დაიწყებს ჩინელი სტუდენტების ვიზების გაუქმებას, მათ შორის, მათთვის, რომლებსაც კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ან კრიტიკულ სფეროებში სწავლობენ“, – წერს რუბიო.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩინელი სტუდენტების მიერ შემოსული სავიზო განაცხადები მომავალში დამატებით შემოწმებას დაექვემდებარება.