მარკო როსი გერმანიაში წლის ფეხბურთელია
მარკო როსი გერმანიაში წლის ფეხბურთელია

გერმანიასა და სერბეთს შორის ამხანაგური მატჩის წინ, გაიმართა 2018 წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონია. პრიზი გადაეცა „დორტმუნდის“ ფორვარდს მარკო როისს.

ამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის მეშვეობით გამოვლინდა. ფანებმა როისს ხმების 34 პროცენტი მისცეს. მეორე ადგილზე გავიდა მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჯოშუა კიმიხი.

სამეულში მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი ლეროი სანე (10 პროცენტი).