მარკო როისმა „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
მარკო როისმა „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მარკო როისმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი „ლოს ანჯელეს გელაქსისთან“. ამის შესახებ იტყობინება MLS-ის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2027 წლის დეკემბრამდე. როისი კალიფორნიულ კლუბში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. საერთო ჯამში, მან 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „გელაქსისთან“ ერთად ფორვარდს MLS-ის თასი აქვს მოპოვებული.

MLS-ში გადასვლამდე როისი 2012-24 წლებში „დორტმუნდში“ თამაშობდა.