მარკო როისმა კორონავირუსით დაზარალებულ მცირე კომპანიებს 500 ათასი ევრო შესწირა 
მარკო როისმა კორონავირუსით დაზარალებულ მცირე კომპანიებს 500 ათასი ევრო შესწირა 

„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარკო როისმა წამოიწყო აქცია, რომლის მიზანია კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება.

ამისთვის 30 წლის გერმანელმა დაზარალებულ კომპანიებს 500 ათასი ევრო შესწირა.

„ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ პირადი კონტაქტები, რათა ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას, – დაწერა როისმა ინსატგრამზე. – ეს ქმნის დიდ პრობლემებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს კომპანიები მუშაობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ ფულის ეკონომიის შესაძლებლობა, რათა რამდენიმე კვირა შეეჩერებინათ მუშაობა. პატარა მაღაზიები, საპარიკმახეროები, რესტორნები თითოეულ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ გვინდა მათ მხარში ამოვუდგეთ და მოგიწოდებთ ასევე მოიქცეთ თქვენს ქალაქებში”.

მარკო როისი „დორტმუნდში“ 2012 წლიდან თამაშობს და ამ გუნდის კაპიტანია.