მარკო როისმა ბურთთან ვარჯიში დაიწყო
მარკო როისმა ბურთთან ვარჯიში დაიწყო

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა მარკო როისმა, რომელიც დიდი ხანია ვერ ეხმარება თავის გუნდს ტრავმის გამო, ბურთით ვარჯიში ჩაატარა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ჯერ ისევ იმედოვნებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს, აქტიურად სირბილი დაიწყო, რის შემდეგაც, ბურთით სავარჯიშო სპეციალურ ტრენაჟორზე “ფუტბონაუტზე” მუშაობდა.
“ყველაფერი კარგად მიდის, ბურთით ვარჯიშში კარგად გამოიყურებოდა. მას არ დავიწყებია, როგორ კეთდება ეს”,-განაცხადა “დორტმუნდის” ახალმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა.
ჯერ უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება სრულად შემტევი ნახევარმცველი. იანვრის დასაწყისში როისი ისევ შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს და მინიმუმ სეზონის ბოლო ერთი მესამედი, მწყობრში უნდა იყოს.
ამ მომენტისთვის, პეტერ შტიოგერს განაცხადის ცხრა ფეხბურთელზე უწევს უარის თქმა. ესენი არიან: მარიო გიოტცე, მარკო როისი, ანდრე შიურლე, ლუკაშ პიშჩეკი, ერიკ დურმი, მაქსიმილიან ფილიპი, ჯეიდონ სანჩო, სებასტიან როდე, გონსალო კასტრო.