მარკო როისი გამოჯანმრთელდა და შეუძლია, უახლოეს უქმეებზე ითამაშოს
მარკო როისი გამოჯანმრთელდა და შეუძლია, უახლოეს უქმეებზე ითამაშოს

დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევმა ნახევარმცველმა მარკო როისმა ექიმებისგან ნებართვა მიიღო და შეუძლია, ბუნდესლიგის გათამაშების უახლოეს ტურში ითამაშოს. დორტმუნდელებს ​10 თებერვალს საშინაო შეხვედრა ელოდებათ „ჰამბურგის“ წინააღმდეგ.

როგორც Sky იტყობინება, როისმა საბოლოოდ აღიდგინა კონდიციები მარჯვენა მუხლის უკანა ჯვარედინი მყესების ტრავმის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა მას სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება მისცეს.

28 წლის ფეხბურთელი 2017 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა მოედანზე. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.