მარკო როისი ერთი თვე ვერ ითამაშებს
მარკო როისი ერთი თვე ვერ ითამაშებს

„დორტმუნდის“ კაპიტანმა მარკო როისმა კუნთის ტრავმა მიიღო გერმანიის თასის მატჩში „ვერდერის“ (2:3) წინააღმდეგ.

გერმანული კლუბის პრესსამსახური წერს, რომ ნახევარმცველი ვარჯიშებს ოთხი კვირის შემდეგ დაუბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როისმა, შესაძლოა, გამოტოვოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ.

ამ წყვილში პირველი შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩი – 11 მარტს.

მიმდინარე სეზონში როისმა 19 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გაიტანა.