მარკო როისი - ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია
მარკო როისი - ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია

„დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი ბუნდესლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელია. გამოკითხვა გაზეთმა Kicker-მა გერმანიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ჩაატარა.

29 წლის როისმა ხმების 44 პროცენტი მიიღო. მეორე და მესამე ადგილები „დორტმუნდის“ საყრდენმა ნახევარმცველმა აქსელ ვიტცელმა და „აინტრახტის“ ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა გაიყვეს. მათ 8.9 პროცენტი მიიღეს.

ამ სეზონში მარკო როისმა 17 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.