მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.
მან შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მინდორზე მეორე ტაიმის სტარტზე შევიდა და 59-ე წუთზე გოლი გაიტანა.
გოლიდან ხუთ წუთში, 23 წლის ნახევარმცველმა მინდორი საკაცით დატოვა – მან უხერხულად დადგა ფეხი და მუხლი დაიზიანა. წინასწარი მონაცემებით, ასენსიოს მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. თუ ეს დიაგნოზი დადასტურდება, ესპანელ ფეხბურთელს სრულად მოუწევს 2019-2020 წლების სეზონის გამოტოვება.
„ყველანი შეშფოთებულნი ვართ. ის პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს გამოკვლევაზე. ჯერჯერობით, ცუდი სიტუაცია ჩანს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში ჩატარებულ შეხვედრაში „რეალმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა „არსენალი“ – 3:2. ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა.