მარკო ასენსიომ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
მარკო ასენსიომ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

შემტევი ნახევარმცველი მარკო ასენსიო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს მადრიდის „რეალს“.

გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, არ გააგრძელოს „რეალთან“ კონტრაქტი, რომელიც ერთ თვეში იწურება.

ასენსიოს აგენტი ჟორჟე მენდეში დეკემბრიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს „რეალთან“ ახალ კონტრაქტზე, მაგრამ საბოლოოდ კლუბის წინადადება უარყოფილ იქნა.

მადრიდული კლუბი მზად იყო, ცოტათი გაეზარდა ფეხბურთელის კონტრაქტი, მაგრამ ასენსიოს გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება სურდა.

მარკო ასენსიო ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ლა ლიგაში არ თამაშობს.

ნახევარმცველი „რეალში“ 2015 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 16 ტიტული მოიგო, მათ შორის, სამ-სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ლა ლიგiს 30 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.