მარკო ასენსიო „პარი სენ-ჟერმენიდან“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეუერთდება #1TVSPORT
მარკო ასენსიო „პარი სენ-ჟერმენიდან“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეუერთდება #1TVSPORT

ესპანელი თავდამსხმელი მარკო ასენსიო „პარი სენ-ჟერმენიდან“ იჯარის წესით ინგლისურ „ასტონ ვილას“ შეუერთდება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის ხელფასს ივნისის ჩათვლით ინგლისური კლუბი გადაიხდის. „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

29 წლის ასენსიო პარიზულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ესპანელი ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალს“ უკავშირდება, სადაც სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.