მარკო ასენსიო მზადაა, მოისმინოს „ბარსელონას“ წინადადება – ფეხბურთელი გაბრაზებულია კარლო ანჩელოტიზე #1TVSPORT

13:30, 07.03.2023
MADRID, SPAIN - FEBRUARY 25: Marco Asensio of Real Madrid reacts during the LaLiga Santander match between Real Madrid CF and Atletico de Madrid at Estadio Santiago Bernabeu on February 25, 2023 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო სულ უფრო ახლოა „ბარსელონაში“ გადასვლასთან, – წერს გამოცემა Diario Sport-ი.

ვარაუდობდნენ, რომ ესპანელი ფეხბურთელი გააგრძელებდა მადრიდელებთან კონტრაქტს, რომელსაც ამა წლის ზაფხულში ეწურება ვადა. ამასთან, ცნობილია ასენსიოს მიმართ რამდენიმე კლუბის ინტერესის შესახებ.

„ბარსელონა“ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ნახევარმცველის გარშემო, „მილანმა“ და „არსენალმა“ უკვე დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ასენსიოს გადასაბირებლად.

ამასთან, თავად ასენსიო გაბრაზებულია „რეალზე“ და, კერძოდ, მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტიზე. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი ცოტა სათამაშო დროს იღებს, ხოლო ბოლო ტურში „ბეტისთან“ მატჩში მწვრთნელმა ფეხბურთელს ნახევარი საათი მოთელვა აიძულა, მაგრამ მოედანზე არ შეუშვა. მატჩი 0:0 დასრულდა.

ახლა ესპანელი სერიოზულად არის განწყობილი „სამეფო კლუბის“ დასატოვებლად და მზადაა, მოისმინოს „ბარსელონას“ წინადადება.

მსგავსი