მარკის რიდმა თურქეთის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ შეხვედრაში 15 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მარკის რიდმა და მისმა „ტრაბზონსპორმა“ თურქეთის ჩემპიონატის პლეიოფი მარცხით დაიწყეს. გუნდი გასვლით მატჩში „ბაჩეშეჰირთან“ 26-ქულიანი სხვაობით (65:91) დამარცხდა და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშით 0:1-ს აგებს.
მოედანზე გატარებულ 24 წუთში რიდმა 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 10-დან 6 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.
მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 28 მაისს „ტრაბზონსპორის“ მოედანზე გაიმართება. თუ გუნდი ამ შეხვედრასაც დათმობს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშება.