მარკის რიდმა „გალათასარაის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
მარკის რიდმა „გალათასარაის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში საქართველოს ნაკრების ლეგიონერის, მარკის რიდის „ტრაბზონსპორმა“ საკუთარ მოედანზე „გალათასარაის“ უმასპინძლა და 79:69 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების წევრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. რიდმა 33 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა. მან 11-დან 5 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

„ტრაბზონსპორს“ მიმდინარე სეზონში 18 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 3 მაისს გუნდი სტუმრად „ტურკ ტელეკომს“ შეხვდება.