მარკის რიდის 7 ქულა თურქეთის სუპერლიგაში #1TVSPORT
თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგიონერის, მარკის რიდის გუნდმა, „ბაჰჩეშეჰირმა“ „ქარშიაკასთან“ ითამაშა და მეტოქე ანგარიშით 92:82 დაამარცხა.
რიდს 9 წუთი მიეცა, რა დროშიც მან თავი 7 ქულას, 2 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა. მის აქტივში ერთი ზუსტი სამქულიანი და 3-დან 2 ჩაგდებული ორქულიანი სროლაა.
ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, „ბაჰჩეშეჰირი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია. მარკის რიდის გუნდი სუპერლიგის მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, სტუმრად „ბურსასპორის“ წინააღმდეგ გამართავს.