მარკის რიდის 16 ქულა „ფენერბაჰჩესთან“ შეხვედრაში #1TVSPORT

09:13, 28.09.2026

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის პირველ ტურში „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯმა“ საკუთარ მოედანზე „ფენერბაჰჩე“ მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 98:83 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ უკანახაზელს, მარკის რიდს მიუძღვის. მოედანზე გატარებულ 25 წუთში მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო. რიდმა 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო (სამქულიანები არ უსვრია). თანაგუნდელთაგან მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მალაჩი ფლაინმა დააფიქსირა – 17 ქულა.

„ტრაბზონსპორის“ ყოფილი მოთამაშისა და მისი გუნდის მომდევნო მატჩი ევროთასის ეგიდით გაიმართება – 30 სექტემბერს „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი“ „რომას“ შეხვდება.

მსგავსი