მარკის რიდის 14 ქულა თურქეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

16:30, 08.11.2026

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში 14 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

რიდის „ბაჰჩეშეჰირმა“ საკუთარ მოედანზე „დენიზლი ბასკეტი“ 97:86 დაამარცხა და თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე 19 წუთი და 52 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, ერთი მოხსნა, ორი ჩაჭრა, ერთი დაფარება და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რიდმა შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი ტყორცნა კი ვერ გამოიყენა.

„ბაჰჩეშეჰირის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მატეუშ პონიტკა იყო, რომელმაც 18 ქულა დააგროვა. ტრევიონ უილიამსმა კი 14 ქულასა და 18 მოხსნას მოუყარა თავი.

მარკის რიდის გუნდს თურქეთის ჩემპიონატში შვიდი მატჩის შემდეგ ექვსი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.

მსგავსი