მარკის რიდი თურქული „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი ახალ კლუბში ითამაშებს – მომავალი სეზონიდან 31 წლის მარკის რიდი თურქული „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებს შეუერთდება.
გამოცდილი გამთამაშებელი თურქეთის სუპერლიგაში 2023 წლიდან ასპარეზობს. განვლილ პერიოდში მას „ბუიუქჩეკმეჯეს“, „თოფაშისა“ და „ტრაბზონსპორის“ მაისურით უთამაშია. რიდს თურქეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე ინდივიდუალური მიღწევები აქვს: ის ზედიზედ სამი წლის განმავლობაში (2023-2025) ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ბოლო ორ სეზონში (2025 და 2026 წლებში) კი ჩემპიონატის „უძვირფასეს მოთამაშედ“ (MVP) დასახელდა.
რაც შეეხება რიდის ახალ გუნდს, „ბაჰჩეშეჰირმა“ გასულ წელს წარმატებით იასპარეზა და სუპერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა შეძლო. გუნდმა ნახევარფინალური სერია „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:3 დათმო.