მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 27-ე ტურში საქართველოს ნაკრების ლეგიონერის, მარკის რიდის „ტრაბზონსფორი“ „ფენერბაჰჩესთან“ დაძაბულ შეხვედრაში 90:93 დამარცხდა.

რიდმა 36 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მან 14-დან 10 ორქულიანი გამოიყენა, ასევე 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

„ტრაბზონსფორი“ 17 მოგებითა და 10 წაგებით თურქეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო ტურში, 26 აპრილს, გუნდი „გალათასარაის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.