მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგიონერი მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„მერსინთან“ გამართულ შეხვედრაში „ტრაბზონსფორს“ მარკის რიდმა 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. რიდმა თამაშიდან მეტოქის ფარს 16-ჯერ შეუტია და 9 ტყორცნა გამოიყენა.
თურქეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი „ტრაბზონსფორმა“ მეექვსე ადგილზე დაასრულა და ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს. მარკის რიდი სეზონის მანძილზე საშუალოდ 23.4 ქულას, 5.2 გადაცემას და 3.6 მოხსნას აგროვებდა.
„ტრაბზონსფორის“ პირველი მეტოქე პლეიოფში მოგვიანებით გახდება ცნობილი.