მარკის რიდი კვლავ საუკეთესო იყო - „ტრაბზონსფორმა“ „მერსინი“ დაამარცხა #1TVSPORT
თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსფორი“ საკუთარ მოედანზე „მერსინს“ შეხვდა და 90:80 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელი შეხვედრაში საუკეთესო იყო.
რიდმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა. რიდმა თამაშიდან 16-ჯერ შეუტია და 9 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 5-დან 5 საჯარიმო.
„ტრაბზონსფორმა“ თურქეთის სუპერლიგის რეგულარული სეზონი 19 მოგებითა და 11 მარცხით მეექვსე ადგილზე დაასრულა. მალე პლეიოფში ამ გუნდის მეტოქე გაირკვევა.