მარკის რიდი: დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რამდენიმე დეტალი უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT

01:30, 24.08.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ისრაელი 101:90 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ „ჯვაროსნების“ ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკიზ რიდმა თამაში შეაფასა:

„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის თამაშებამდე კარგი ტესტ-მატჩი იყო. სრული შემადგენლობით ვითამაშეთ და  გუნდურად კარგად ვმოქმედებდით.

ისრაელი სწრაფი გუნდია, მათთან თამაშის დროს დაცვაში ყურადღებით მოქმედება გვმართებდა და ამ მხრივ, რამდენიმე დეტალი უნდა გამოვასწოროთ. ვფიქრობ, ოფიციალურ თამაშებამდე ყველაფერი კარგად იქნება. შეტევაში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, სათადარიგოებმაც კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და საბოლოოდ, მთელმა გუნდმა მოგება მოვახერხეთ. მწვრთნელებისთვის ძალიან კარგია, როცა შეუძლიათ, ყველა კალათბურთელი გამოიყენონ“.

მომდევნო მატჩები „ჯვაროსნებს“ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აქვთ – 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშებიან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი