„მარკის“ ინფორმციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ვარჯიშებზე ჩაბი ალონსოს მითითებებს არ ასრულებდნენ #1TVSPORT
ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის უთანხმოება 2025 წლის ნოემბერში უკვე აშკარა იყო.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთ ვარჯიშზე ალონსომ ფეხბურთელებს მკაცრად მიმართა: „არ მეგონა, რომ საბავშვო ბაღის გაწვრთნა მომიწევდა“.
„რეალის“ ფეხბურთელები სავარჯიშო პროცესში ხშირად ვერ ასრულებდნენ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს, განსაკუთრებით ტაქტიკურ დავალებებთან დაკავშირებით. მოთამაშეები ფიქრობდნენ, რომ ალონსოს დავალებები ზედმეტად რთული იყო, ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმაზე, რომ დიდი მოცულობის მასალის ათვისება უწევდათ. ალონსო და მისი შტაბი დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ, რის გამოც ვარჯიშებს ბევრი ადამიანი აკონტროლებდა. ეს კი ფეხბურთელებისთვის დისკომფორტის მიზეზად იქცა.
ალონსოსა და „რეალს“ შორის თანამშრომლობა 11 იანვარს შეწყდა. გუნდს სათავეში ყოფილი ფეხბურთელი და აკადემიის მწვრთნელი ალვარო არბელოა ჩაუდგა.