მარხილებით ძაღლების რბოლების მოწინააღმდეგეებმა ლუის ჰემილტონს მიმართეს #1TVSPORT
მარხილებით ძაღლების რბოლების მოწინააღმდეგეებმა ლუის ჰემილტონს მიმართეს #1TVSPORT

PETA-ს (ადამიანები ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობისთვის) ბრიტანული განყოფილების ხელმძღვანელმა ელიზა ალენმა მოუწოდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ლუის ჰემილტონს – მონაწილეობა მიიღოს ალიასკაზე მარხილებით ძაღლების რბოლების ჩატარების წინააღმდეგ კამპანიაში.

„სერ ლუის ჰემილტონი და მისი კოლეგები სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას რბოლებში, მაგრამ ძაღლებს არჩევანი არ გააჩნიათ. მათ აიძულებენ რბენას, სანამ ძალები არ გამოელევათ. ვიცით, რომ ლუისი და ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამიანი განცვიფრებული დარჩება, როცა შეიტყობს, რომ სარბოლო ძაღლების სიკვდილის ძირითადი მიზეზი ასპირაციული პნევმონიაა. გვჯერა, რომ ლუისი მიიღებს მონაწილეობას ჩვენს კამპანიაში ძაღლების სიცოცხლის გადასარჩენად“, – მოჰყავს ალენის სიტყვები Formula1News-ს.

ძაღლების რბოლებს ასპონსორებს კომპანია GCI, რომელიც ეკუთვნის Liberty Media-ს. ამ უკანასკნელის კუთვნილებაშია, აგრეთვე, ფორმულა 1-იც. PETA-ს ინფორმაციით, GCI ძაღლების რბოლებისთვის ყოველწლიურად 224 ათას დოლარს ხარჯავს.

PETA-ს განცხადებაში წერის, რომ რბოლებისას 150 ძაღლზე მეტი დაიღუპა.