„მარკას“ ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის „რეალში“ სურს დარჩენა #1TVSPORT

20:04, 03.08.2026

„არსენალის“ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის „რეალში“ სურს დარჩენა, – ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბრაზილიელი მადრიდელთა მენეჯმენტს შეხვდება, რათა ახალი კონტრაქტის დეტალები და ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილოს.

თუმცა, „მარკას“ ინფორმაციითვე, თუ შეთანხმება არ შედგება, „სამეფო კლუბმა“, შესაძლოა, ფეხბურთელის ტრანსფერზე იფიქროს, მის სანაცვლოდ კი მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.

ფეხბურთელს „რეალთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება. მისი უმთავრესი პირობა ანაზღაურების მატებაა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორედ ამ დეტალის გამო ჭიანურდება.

მსგავსი