„მარკას“ ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალს“ როდრიგოს თაობაზე ოფიციალურად მიმართა #1TVSPORT

13:38, 05.08.2025

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, როდრიგოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა, – ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

როგორც „მარკა“ წერს, „ტოტენჰემმა“ „სამეფო კლუბს“ კონკრეტული თანხა შესთავაზა და ახლა ესპანელთა მხრიდან პასუხს ელის. თავად როდრიგო მზადაა, „რეალი“ მიმდინარე ზაფხულის ბოლომდე დატოვოს.

Transfermarkt-ის მიხედვით, 24 წლის როდრიგოს სატრანსფერო ფასი 90 მილიონია ევროა, ხოლო მისი კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის გრანდის წევრი 2019 წელს გახდა. მას შემდეგ მან გუნდის მაისურით 270 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა.

მსგავსი