„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს #1TVSPORT
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ 31 წლის გერმანელი ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის სათამაშო ფორმით კმაყოფილია და მზადაა, მასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, – ინფორმაციას „მარკა“ ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“, თავისი პოლიტიკადან გამომდინარე, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტის დადებას ერიდება, კლუბში თვლიან, რომ რუდიგერი ამას იმსახურებს.

მოქმედი ხელშეკრულება გერმანელს „სამეფო კლუბთან“ 2026 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ახალი კონტრაქტით ის „რეალში“ 2027 ან 2028 წლამდე დარჩება.

გერმანელი ფეხბურთელი მადრიდულ გრანდს 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა, გუნდთან ერთად მან რვა ტიტული მოიგო.