„მარკას” ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩს მადრიდის „რეალში“ დარჩენა კიდევ ერთი წლით სურს #1TVSPORT
39 წლის ლუკა მოდრიჩის სურვილია, მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის სურვილია, 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე „რეალის“ ფეხბურთელის რანგში მიიღოს მონაწილეობა.
მოდრიჩის მოქმედი კონტრაქტი ესპანური ფეხბურთის გრანდთან 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ხორვატის მხარე მზადაა, მოლაპარაკება ახალი ხელშეკრულების თაობაზე დაიწყოს.
2018 წლის „ოქროს ბურთი“ გამარჯვებული „რეალს“ 2012 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. გუნდთან ერთად მან ექვსჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.