„მარკას“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ როდრის ტრანსფერთან ახლოს არის #1TVSPORT

20:28, 16.08.2026

„ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ როდრის ტრანსფერის შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ორი დღის წინ, კატალონიელების მიერ გაკეთებული ბოლო შეთავაზების შემდეგ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში გადავიდა და საბოლოო გარიგება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

„ბარსელონას“ უკანასკნელი ოფიციალური წინადადება 70 მილიონ ევროს შეადგენდა – 60 მილიონი ფიქსირებული თანხის სახით, ხოლო 10 მილიონი ბონუსად. „მანჩესტერ სიტიმ“ ეს ვარიანტი არ მიიღო და ფეხბურთელის სანაცვლოდ, ჯამში, 80 მილიონ ევროს ითხოვს.

შესაბამისად, კლუბებს შორის საუბარი ამ ეტაპზე მხოლოდ 10 მილიონ ევროსთან დაკავშირებით მიმდინარებს. მიუხედავად ამისა, ორივე მხარე მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად უყურებს და მიაჩნია, რომ მცირე ურთიერთდათმობების ხარჯზე შეთანხმდებიან.

გარიგების მთავარი მამოძრავებელი ძალა თავად როდრია, რომელმაც „რეალის“ შეთავაზებაზე უარი თქვა და კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ გადაწყვიტა.

მსგავსი