„მარკამ“ კრიშტიანო რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
„მარკამ“ კრიშტიანო რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ასეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო.

ფინალში ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეხვდნენ. პორტუგალიელმა არგენტინელს ოთხი პროცენტით აჯობა და გამოკითხვის რჩეული გახდა.

მესამე ადგილი ბრაზილიელ რონალდოს ერგო, რომელმაც მარადონაზე მეტი ხმა დააგროვა.