„მარკა“ - ზიდანი „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელს სამი თვეა არ ელაპარაკება
„მარკა“ - ზიდანი „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელს სამი თვეა არ ელაპარაკება

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს საკუთარ გუნდში კომუნიკაციის პრობლემები აქვს. ამის შესახებ განაცხადა გაზეთ „მარკას“ ჟურნალისტმა ხოსე ფელიქს დიასმა.

„არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ზიდანის დრო „რეალში“ დასასრულს უახლოვდება. მწვრთნელის აზრი და იდეები არ მიდის ფეხბურთელებამდე. ზოგიერთმა გაამხილა, რომ ზიდანი მათ ორი-სამი თვე არ ელაპარაკება“, – თქვა დიასმა.

„რეალმა“ რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ტურნირი დათმო: წააგო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბილბაოსთან“, შემდეგ კი ესპანეთის თასს გამოეთიშა 1/16 ფინალში, როცა დამატებით დროში დამარცხდა მესამელიგელ „ალკოიანოსთან“ (1:2).

48 წლის ზიდანი „რეალს“ 2019 წლის მარტიდან უდგას სათავეში და ამ დროის განმავლობაში ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.