„მარკა“ - „ვალენსიაში“ კორონავირუსით 25 ადამიანია დაავადებული
„მარკა“ - „ვალენსიაში“ კორონავირუსით 25 ადამიანია დაავადებული

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ დაწერა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ვალენსიაშია“ შექმნილი.

წყაროს ცნობით, კლუბში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა. აქედან 10 ადამიანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და 15 ადამიანი – გუნდის თანამშრომლი. ამასთან, ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ კორონავირუსი „ვალენსიას“ მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს – ელიაკიმ მანგალას, ხოსე გაიასა და ესეკილ გარაის.

დანარჩენი ინფიცირებულების გვარებს კლუბი არ ასახელებს.

უფრო ადრე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს მილანში „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლომბარდიაში ვირუსის გავრცელების კატალიზატორი უწოდა.