„მარკა“- „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერის „დინამოდან“ გამოსყიდვა სექტემბერში გადაწყვიტა #1TVSPORT
„მარკა“- „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერის „დინამოდან“ გამოსყიდვა სექტემბერში გადაწყვიტა #1TVSPORT

პოპულარული ესპანური გამოცემა „მარკა“ ამტკიცებს, რომ „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს „დინამო თბილისიდან“ მალე გამოისყიდის.

„ეს იმ ბუმის შედეგია, რაც გამოწვეული იყო მამარდაშვილის ჩამოსვლით, მისი დებიუტით და გუნდში ადგილის დამკვიდრებით. ის ჩუმად ჩავიდა, ერთ-ერთი რიგითი დამატების როლში – მეოთხე გუნდის მეკარე, მაგრამ დღეს „ვალენსიას“ ერთ-ერთი მზარდი აქტივია. ქართველი მეკარე შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხვდე საჭირო დროს და საჭირო ადგილას. ქართველმა მეკარემ ზაფხულში „ვალენსიაში“ ნამდვილი ბუმი გამოიწვია. სეზონისწინა შეხვედრებში ჯერ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, მერე მეტი და მეტი, სანამ „ვალენსიას“ პირველი მეკარე არ გახდა – თანაც, 20 წლის ასაკში“, – წერს „მარკა“.

ესპანური გამოცემა იხსენებს, რომ ის გუნდში მიზერულ ფასად აიყვანეს:

„ფაქტია, ის „ვალენსიას“ შვილობილ გუნდში აიყვანეს – ერთი წლით. და ეს საფეხბურთო ინდუსტრიისთვის სასაცილო თანხის საფასურად მოხდა. დადგინდა ოფციონით შედგენილი კონტრაქტის პირობები, მაგრამ ნანახი მოლოდინს ბევრად აღემატებოდა. ახლა „ვალენსია“ და გიორგი მამარდაშვილის აგენტები შეთანხმდნენ, რომ მისი ტრანსფერი „დინამო თბილისიდან“ სექტემბერში გამოისყიდონ.“.

„მარკა“ გიორგის სანაკრებო პერსპექტივებზეც წერს:

„მამარდაშვილის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება შესანიშნავი მომენტია – ეს „ვალენსიაში“, ესპანეთის ლიგის კლუბში ადგილის დამკვიდრების შემდეგ. მამარდაშვილი უკვე რამდენიმეჯერ გამოიძახა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მაგრამ სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. გიორგი ლორია (35 წლის) არის საქართველოს ნაკრების ვეტერანი კარის დარაჯი და შემადგენლობაში ძირითადად ის დგას. ასე იყო საქართველო-კოსოვოს მატჩში, მაგრამ მოულოდნელმა დამარცხებამ (0:1) შეიძლება თაობათა ცვლა გამოიწვიოს და ალბათ, მამარდაშვილის შემდეგი გამოწვევა ესპანეთი-საქართველოს მატჩი იქნება. მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე დიდი ფურორი მოახდინა და თუ ასეთ თამაშში მას არ მიეცემა შანსი, მოთმინება იქნება მისი ყველაზე დიდი აქტივი, რადგან მისი დრო მაინც მოვა“.