„მარკა“ შეცდა - მამარადშვილი „სევილიასთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT
„მარკა“ შეცდა - მამარადშვილი „სევილიასთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT

ცნობილი ესპანური გამოცემა „მარკა“ შეცდა – ლა ლიგის მე-6 ტურში „სევილიასთან“ შეხვედრაში „ვალენსიას“ კარს არა იესპერ სილესენი, არამედ გიორგი მამრდაშვილი დაიცავს.

დღეს ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გაავრცელა ინფორომაცია, რომ „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ მატჩში „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი გამოცდილ ნიდერლანდელ მეკარეს დააყენებდა.

„ვალენსიას“ კარში წინა 5 ტურში გიორგი მამარდაშვილი იდგა. მისი კონკურენტი იესპერ სილესენი ნიდერლანდების ნაკრების მეკარეა, რომლის ფორმითაც 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ის „ვალენსიას“ პირველი მეკარე იყო იყო, მაგრამ ტრავმების, კორონავირუსის და შემდეგ უკვე ქართველი ტალანტის კარგი თამაშის გამო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

„მარკა“ ვარაუდობდა, რომ ბორდალასი უფრო გამოცდილ სილესენს დაეყრდნობოდა, რადგან 20 წლის მამარდაშვილი მადრიდის „რეალთან“ გაშვებული მეორე გოლში შეცდა. თუმცა, ოფიციალურად შემადგენლობები გამოქვეყნდა, სადაც პირველ ნომრად წერია ის გვარი, რომლის ამოკითხვაც ქართველ გულშემატკივრებს გაახარებთ – მამარდაშვილი.

ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი „სევილიასა“ და „ვალენსიას” შორის „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ 21:30 საათზე დაიწყება.