„მარკა“ - საუკეთესო ფეხბურთელი - მესი, იმედგაცრუება - „რეალი“
„მარკა“ - საუკეთესო ფეხბურთელი - მესი, იმედგაცრუება - „რეალი“

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) განვლილ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი დაასახელა.

31 წლის არგენტინელი 36 გოლით პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, პირველი ადგილი გაიყო „სევილიას“ ნახევარმცველ პაბლო სარაბიასთან შედეგიანი გადაცემების რაოდენობით – 13.

წელს, მესი მეათედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მეექვსედ მოიგო ევროპის „ოქროს ბუცი“.

გარდა ამისა, „მარკამ“ დასრულებული სეზონის მთავარი იმედგაცრუება დაასახელა. გამოცემის აზრით, ასეთი ორია: მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ტომა ლემარი.

„რეალმა“ 68 ქულით მესამე ადგილი დაიკავა ეროვნულ ჩემპიონატში. მისმა ჩამორჩენამ „ბარსელონასთან“ 19 ქულა შეადგინა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ისტორიაში. მადრიდელებს 12 წაგება დაუგროვდათ – პირველად ბოლო 45 წლის განმავლობაში.

23 წლის ლემარი „ატლეტიკოში“ 2018 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 70 მილიონი ევრო შეადგინა. ფრანგის ანგარიშზე იყო 31 მატჩი, სამი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.