„მარკა“ - „რეალი“ ხუთ ფეხბურთელს გამოეთხოვება და ახალ მოთამაშეს არ შეიძენს
„მარკა“ - „რეალი“ ხუთ ფეხბურთელს გამოეთხოვება და ახალ მოთამაშეს არ შეიძენს

ცნობილი გახდა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის „რეალის“ გეგმები.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, „რეალი“ გამოეთხოვება გარეტ ბეილს, მარიანო დიასს, ბრაიმ დიასს, ხამეს როდრიგესსა და დანი სებალიოსს. ამ ფეხბურთელების გაყიდვით მადრიდელები 200 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.

პარალელურად იტყობინებიან, რომ „რეალი“, დიდი ალბათობით, არ შეიძენს ახალ ფეხბურთელებს, რადგან კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ფინანსურ კრიზისს განიცდის და ხელმძღვანელობა ტრანსფერებზე ეკონომიას იმედოვნებს.

ლა ლიგას 34 ტურის შემდეგ, „რეალი“ ლიდერობს გათამაშების ცხრილს – ოთხი ქულით უსწრებს „ბარსელონას“.