„მარკა“ - „რეალი“ ახალ ფეხბურთელებს ვერ შეიძენს
„მარკა“ - „რეალი“ ახალ ფეხბურთელებს ვერ შეიძენს

მადრიდის „რეალი“, შესაძლოა ზაფხულში ტრანსფერების გარეშე დარჩეს, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.

წყაროს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა, შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს „რეალზე“. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური პრობლემების გამო, კლუბმა ერთი გარიგებაც ვერ განახორციელოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ტრანსფერები მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ კლუბი შეძლებს დიდი რაოდენობით საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვას. თუმცა, ეს ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ბევრი კლუბი არ არის მზად ისეთი მაღალი ხელფასების მქონე ფეხბურთელების შესაძენად, როგორიც „რეალს“ ჰყავს.