მარკა - რაკიტიჩმა და „ბარსელონამ“ იანვარში კონტრაქტის გაუქმებაზე მოილაპარაკეს
მარკა - რაკიტიჩმა და „ბარსელონამ“ იანვარში კონტრაქტის გაუქმებაზე მოილაპარაკეს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მოელაპარაკა გუნდს უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას სხვა კლუბში წასვლის შესახებ, – დაწერა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“.

ხორვატი კატალონელთა რიგებში ბოლო ხუთი წელია თამაშობს, მაგრამ ამ სეზონში იშვიათად ხვდება შემადგენლბაში. 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მხოლოდ რვა ოფიციალური მატჩი მოდის.

აღნიშნავენ, რომ რაკიტიჩის გაფორმებით დაინტერესებულები არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და „ინტერი“. ხორვატის ღირებულება 40 მილიონ ევროს აჭარბებს.

რაკიტიჩი „ბარსელონაში“ 2014 წელს, 18 მილიონ ევროდ „სევილიადან“ გადავიდა. სულ მას კატალონელთა რიგებში 276 მატჩი, 34 გოლი და 37 შედეგიანი პასი დაუგროვდა.