„მარკა“ - მბაპე „რეალში“ ზაფხულის ტრანსფერების დროს არ გადავა #1TVSPORT
„მარკა“ - მბაპე „რეალში“ ზაფხულის ტრანსფერების დროს არ გადავა #1TVSPORT

პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „რეალის“ ფეხბურთელი არ გახდება, – წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“.

გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ფრანგი თავდამსხმელისთვის ბრძოლას ზამთრის ტრანსფერების დროს გააგრძელებს, როდესაც მბაპეს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩება.

კილიან მბაპე პსჟ-ს ფეხბურთელი 2017 წელს გახდა. გასულ სეზონში კი მან ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა – 43 მატჩში 41 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა.