„მარკა“ - მამარდაშვილის შეცდომები კარს უხსნის სილესენს #1TVSPORT
„მარკა“ - მამარდაშვილის შეცდომები კარს უხსნის სილესენს #1TVSPORT

„მამარდაშვილის შეცდომები კარს უხსნის სილესენს“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ესპანურმა „მარკამ“ წერილი გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც „სევილიასთან“ დასანანი შეცდომები დაუშვა.

„ახალგაზრდა ქართველის სერიოზული წარუმატებლობა „რეალთან“ და „სევილიასთანჰოლანდიელის დაბრუნებით დასრულდება. ის იყო ლა ლიგის სეზონის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შთაბეჭდილება. ქართველმა მამარდაშვილმა აჯობა კონკურენტებს და გახდა ბორდალაშის პირველი მეკარე. სილესენი, დომენეკი და რივერო ერთიანად თხრილში ჩაცვივდნენ.

ის ბრწყინავდა პირველ სამ თამაშში, მაგრამ მეოთხეში, პამპლონაში, მან უკვე შეცდომა დაუშვა, რომელიც VAR-მა გამოასწორა. ალდერეტასთან კომუნიკაციის ნაკლებობა მას გოლად დაუჯდა. VAR-მა ხელახლა განსაჯა და თავდამსხმელის დარღვევა აღმოაჩინა. შემდეგ შეცდომა მადრიდის „რეალთან“ მოუვიდა. ცუდი გამოსვლა ბენზემას გოლით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ბორდალასმა იგი ძირითად შემადგენლოობაში დატოვა და „სევილიასთან“ ათამაშა. ახლა კი დადგა დღე, ეს დაავიწყდეს.

სევილისთან“ სამ გაშვებულ გოლში მას მეტის გაკეთება შეძლო, მაგრამ მეორე და მესამე გოლის შეცდომები გროტესკული, ბავშვური იყო. პირველად ბურთი თავზე გადაახტა თითქმის ორმეტრიან მეკარეს. მესამე გოლზე კი კარიდან სანახევროდ იყო გამოსული და რაფა მირმა ბურთი თავზე გადაუგდო.

ასეთი ვითარებაში ჩავარდნილებისთვის მეკარის შეცვლის დროა. უკვე გამოჯანმრთელდა სილესენი, რომელსაც სეზონის დასაწყისში არ უთამაშია. ნიდერლანდების ნაკრების მეკარეს ჰქონდა პრობლემები. ამის მიუხედავად, ახლა მისი ჯერია, ხელთათმანები რომ მოირგოს“.

ამავე დროს, „მარკამ“ ლა ლიგის მე-7 ტურში გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა და ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ „ვალენსიას“ კარში იესპერ სილესენი დააყენა. მატჩი 25 სექტემბერს „მესტალიაზე“ გაიმართება.